უკანასკნელ წლებში იმერეთში საჭირო გახდა მეცხოველეობისათვის შეიქმნეს ადგილობრივი საკვები ბაზა. შევარჩიეთ ყვითელი იონჯა, რომელიც შეეგუებოდა იმერეთის ნიადაგურ - კლიმატურ პირობებს და მოგვცემდა მაღალ მოსავალს მრავალი წლის განმავლობაში. რომელიც არის ზამთარგამძლე, იტანს ჰაერისა და ნიადაგის სიმშრალეს და ადვილად ეგუება გვალვას. 2017-19 წ. კვლევა ჩავატარეთ სამტრედიის რაიონის პირობებში. დადებითი შედეგიც მოგვცა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მოთხოვნილების დსაკმაყოფილებლად. 2020-2022წ. გადავწყვიტეთ იგივე ცდები ჩაგვეტარებინა ტყიბულის რაიონის სოფ. კურსებში. იცდებოდა იონჯას თესვის საშემოდგომო და საგაზაფხულო თესვის ვადები.
ცდებმა გვჩვენა, რომ მოსავლის რაოდენობის მხრივ გამოირჩევა 30 ოქტომბერსა და 15 ნოემბერს ნათესი იონჯა, 15 ნოემბრის შემდეგ ვადებში იონჯას თესვას არ ვურჩევთ, მიუხედავად იმისა, რომ 30 ოქტომბერს ნათესთან შედარებით ჩვენ შემთხვევაში მეტი მოსავალია მიღებული. გაზაფხულზე თესვისას მოსავალი მარტის შუა რიცხვებშია უკეთესი, უმჯობესია იონჯა დაითესოს მარტის შუა რიცხვებში.
ცდის ეკონომიკურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ იონჯას მოყვანა ტყიბულის რაიონის პირობებში ისევე, როგორც სამტრედიის რაიონში რენტაბელურია.