სტატიაში მოცემულია ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ გამოყენებული დაფნის ნაყენის ეფექტურობა. 2015–2017 წლებში თხილის მავნებლებთან ბრძოლის პრაქტიკამ დაგვარწმუნა ამ ძვირფასი სუბტროპიკული კულტურის თვითდაცვის იარაღად გამოყენებაში. საჭირო ექსპერიმენტების ჩატარების გზით, რამაც საინტერესო შედეგები მოგვცა. ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ გამოყენებული იქნა დაფნის ნაყენი შემდეგი ტექნოლოგიით: 1.0–1.5კგ დაფნის ფოთლებს ვნაყავდით, ვასხავდით მას 5 ლიტრა წყალს და ვაყოვნებთ 2 დღის განმავლობაში გადაწურვის შემდეგ მას ვუმატებთ 100 გრ ნაცარს და 100–150 გრ სარეცხ საპონს. ამ ნაყენის გამოყენებას ვაწარმოეთ ორი მიმართულებით; პირველი ვახდენდით მცენარეების შესხურებას და მეორე ვიყენებდით ფერმერის დამხმარე სათავსოების ფუმიგაციისათვის (შესაბამად მატლებისა და ჭუპრების წინააღმდეგ).
აღმოჩნდა, რომ მცენარეების დასაცავად ნაყენის გამოყენება მიზანშეწონილია მატლის განვითრების მეოთხე ფაზაში, ვინაიდან მატლი თავისი განვითარების 7 ფაზიდან, სამ ფაზას აბლაბუდას ქსელში ატარებს და მაშინ შესხურებას ნაკლები ეფექტი აქვს. მეოთხე ფაზაში ტოვებენ აბლაბუდას ქსელს გადადიან მცენარეებზე იწვევენ მწვანე საფარის განადგურებას.