სტატიაში განხილულია სამკურნალო მზა წამლის – ამპულირებული ვიტამინ “C-ს” წყალხსნარის დამზადების მეთოდი პომიდორის აგროღონიძიებებში გამოყენების მიზნით. გამოყენების მექანიზმი მაღალმთიანი რეგიონში მკაცრ კლიმატურ პირობებში, რუხ ნიადაგზე, კულტურის ზრდაზე, კერძოდ მოსავლის რაოდენობრივ გაზრდაზე, ნაყოფის წონასა და გემოვან თვისებებზე.
დადგენილია, მზა ამპულირებული Vit. C-ს წყალხსნარის დამზადებისა და აგროღონისძიების ჩატარების მეთოდი მაღალმთიანი რეგიონის მოუსავლიან ნიადაგზე პომიდვრის მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, კერძოდ ვეგეტაციის, ჩითილის ზრდის პროცესზე, ნაყოფის რაოდენობაზე და წონაზე. ამავდროულად დადაგენილია საკვლევი ვარიანტ პირველის გემოვანი დადებითი თვისებები საკვლევი ვარიანტ მეორესთან შედარებით. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ამპულირებული Vit. C-ს წყალხსნარის საშუალებით შესაძლებელია მაღალთიან რეგიონში პომიდორის მოყვანა გარკვეული რაოდენობით, კარგი გემოვანი თვისებებით, ფიტოპათოგენური დაავადებების გარეშე.