აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდიდარია, როგორც ველური ასევე კულტურული ხილკენკროვანი კულტურების ჯიშებითა და ფორმებით, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში. ჩვენს რეგიონში, ტრადიციულ მეხილეობასთან ერთად, ვითარდება ისეთი არატრადიციული კენკროვანი კულტურები, როგორიცაა: ლურჯი მოცვი, ჟოლო, უეკლო მაყვალი და სხვა, რამაც მოსახლეობის ფართო ყურადღება მიიპყრო თავისი სამკურნალო, დიეტური და სხვა სასარგებლო ძვირფასი ნიშანთვისებების გამო.
დღის წესრიგში დადგა ამ კულტურებზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიხედვით, სამეცნიერო კვლევების ჩატარება მცენარეთა სელექციისა და აგროტექნიკის მიმართულებით. სწორედ, აქედან გამომდინარე თემა მეტად აქტუალურია. კვლევის მიზანია შესწავლილი იქნას ლურჯი მოცვის სხვადასხვა ჯიშის მორფო ბიოლოგიური თავისებურებანი, ფენოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი, რაც მოგვცემს საშუალებას გამოვარჩიოთ ახალი პერსპექტიული ფორმები აჭარის ფერმერულ მეურნეობებში დასანერგად.