სტატიაში განხილულია თანამედროვე მეცნიერების მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ეხება გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს და მათ როლს სასოფლო -სამეურნეო კულტურების მოვლა მოყვანაში.გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენებას აქვს რიგი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
სტატიის მიზანს წარმოადგენდა მოგვეპოვებინა შესაბამისი მასალები და მოგვეხდინა შედარებითი დახასიათება გენმოდიფიცირებული და გლეხური წარმოების ნედლეულის.
ნიმუშად ავიღეთ ჰიბრიდული სიმინდის თესლის ერთი ნიმუში, რომელიც მოგვაწოდა შპს ,,ლომ-თაგორი“ -მა. ხოლო მეორე ავიღეთ აგრარულ ბაზარზე მიწოდებული და გლეხური მეურნეობაში წარმოებული სიმინდის სხვადასხვა ნიმუში.