სტატიაში განხილულია ბუნებრივი შაქრის შემცვლელი პროდუქტების (ფრუქტოზა და სტევია) გამოყენების შესაძლებლობა ბოსტნეულის წვენების (სტაფილო, გოგრა) წარმოებაში . დადგენილია, შაქრის ბუნებრივი შემცვლელების დანერგვის ოპტიმალური დოზები. შემუშავებულია სტაფილოსა და გოგრის წვენების რეცეპტები. შემოთავაზებულია მიღებული ბოსტნეულის წვენების გამოყენება დიეტურ და სამკურნალო კვებაში. ბოლო პერიოდში სტევიას მცენარეს მიმართ ინტერესი გაიზარდა, მის გამოყენებაზე კვების მრეწველობაში, სამკურნალო თვისებებზე, ქიმიურ შემადგენლობაზე. ის არის დაბალკალორიული,დიეტური შაქრის შემცვლელი პროდუქტი, მასში შემავალი გლიკოზიდები ხასიათდება მაღალი დამატკბობლის უნარით, ამავე დროს დაბალი კალორიულობით,რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა.სტევიას ფოთოლი შეიცავს ბიოლოგიურად ძვირფასს ნივთიერებებს ესენია: მინერალური ნივთიერებები, ვიტამინები,ცილები,ამინომჟავები, უჯრედისი, და ა.შ.
კვების მრეწველობაში სტევიას ფოთოლი გამოიყენება მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებების გამო. კვლევებიდან ჩანს, რომ სტევიას ,როგორც ბუნებრივი დამატკბობლის სისტემტური გამოყენება არეგურილებს სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს.სტევიას ფოთლის ექსტრაქტს აქვს ანტიოქსიდანტური ვირუსის საწინააღმდეგო იმუნომოდულატორის თვისებები.