რელიგიური ტურიზმი პოპულარულია მსოფიოში.. იმერეთის ტერიტორია, როგორც მთელი საქართველო ანტიკური, გვიანი და ადრე ქრისტიანული ხანის ისტორიულ-კულტურული ძეგლებითაა წარმოდგენილი. თითოეული მათგანი ტურისტებისთვის და სპეციალისტებისათვის ამოუწურავ ინტერესს წარმოადგენს. წარმოგიდგენთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში არსებულ კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსს და კაცხის ეკლესიას. ჩვენი მიზანი არის საინტერესო ობიექტების ცნობადობის გაზრდა რელიგიური ტურიზმის განვითარებისთვის. რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას იმერეთის რეგიონში.