აღმოსავლური ხელოვნების სხვა სახეობების მსგავსად, იაპონიაში ბონსაი არის მთელი ფილოსოფია, რომელიც მოითხოვს ადამიანისგან გარკვეულ პიროვნულ თვისებებს: სიბრძნეს, კეთილგანწყობას, დელიკატურობას, სამართლიანობას, მოთმინებას. ბონსაის ოსტატებს შეუძლიათ ხელახლა შექმნან ძლიერი, ათასი წლის ხის გამოსახულება, შექმნან უღრანი ტყის, მთებისა და ხეობების პეიზაჟი, ზღვის სანაპირო - და ეს ყველაფერი მიწის პატარა ნაკვეთზე. სათანადო მოვლის შემთხვევაში ბონსაის შეუძლია ასობით წელი იცოცხლოს და გახდეს სიცოცხალის სიმბოლო, რომელიც აკავშირებს თაობებს. ბონსაის შესაქმნელად იყენებენ მრავალ ხე და ბუჩქოვან მცენარეს, რომლებიც ჯუჯა მდგომარეობაშიც აგრძელებენ ყვავილობას, ნაყოფმსხმოიარობას, შემოდგომაზე იცვლიან ფოთლების ფერს. არსებობს ბაღის და ოთახის ბონსაები. ბონსაის მრავალი სტილი არსებობს, რომლებიც განსხვავდება ფორმის, ზომის, ზოგადი გარეგნობისა და ხის ზრდის მიმართულებით.