სახელმწიფოს მხრიდან ხელსაყრელი გარემო უნდა შეიქმნას სოფლის მეურნე-ობისათვის ზოგადად და იმ დარგებისათვის, რომლებიც პოტენციურად კონკურენტუ-ნარიანია, უზრუნველყოფენ ეროვნული რესურსებისა და საექსპორტო შესაძლებლობა-თა სრულ, ეფექტიან გამოყენებას და მინიმალური დანახარჯებით მნიშვნელოვანი უკუგების მიღებას უახლოეს წლებში. ამ მიმართებით განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ჩაის პრესტიჟის ამაღლებისა და არც თუ შორეულ მომავალში მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე ადგილის დამკვიდრების საკითხი.