სტატიაში წარმოდგენილია კვლევის შედეგი, რომელიც განხორციელდა საქართველოს სუბტროიკული მეურნეობის ინსტიტუტის სელექციისა და გენეტიკის კათედრის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში 1988 წელს და მინიჭებული აქვს გამოგონების სტატუსი, ეს არის „ლიმონების მალსეკოგამძლეობის განსაზღვრის მეთოდი“.
ლიმონების მალსეკოგამძლეობის განსაზღვრის ფორმულა მარტივია, არ ითხოვს დიდ მატერიალურ და შრომით დანახარჯებს და ყალიბდება შემდეგნაირად:
ლიმონების მალსეკოგამძლეობის მეთოდი გულისხმობს ბიოლოგიური მაჩვენებლის განსაზღვრას, რომლის მიხედვითაც ხდება მსჯელობა მცენარის მალსეკოგამძლეობის შესახებ. მე თოდი განსხვავდება იმით, რომ მალსეკოგამძლეობის განსაზღვრის პროცესის დაჩქარებისა და შრომის შემცირებისათვის, ბიოლოგიური მაჩვენებლის სახით განისაზღვრება მჟაუნმჟავა კალციუმის კრისტალების რაოდენობა 1 მმ2-ზე. განსაზღვრა ხორციელდება უჯრედების მიხედვით, რომლებიც მდებარეობენ ფოთლის ზედა ეპიდერმისის ქვეშ, თანაც მალსეკოგამძლედ ითვლებიან მცენარეები, რომლებსაც აქვთ მეტი მჟაუნმჟავა კალციუმის კრისტალების შემცველი უჯრედები, კერძოდ:
მალსეკოს მიმართ არაგამძლეა ლიმონები, რომლბსაც 1 მმ2-ზე აქვთ 400-მდე მჟაუნმჟავა კალციუმის კრისტალების შემცველი უჯრედი;
მალსეკოს მიმართ საშუალოდგამძლეა ლიმონები, რომლბსაც 1 მმ2-ზე აქვთ 400-დან 500-მდე მჟაუნმჟავა კალციუმის კრისტალების შემცველი უჯრედი;
მალსეკოს მიმართ გამძლეა ლიმონები, რომლბსაც 1 მმ2-ზე აქვთ 500-ზე მეტი მჟაუნმჟავა კალციუმის კრისტალების შემცველი უჯრედი.