მეთევზეობა ადამიანის ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი უძველესი დარგია. საქართველო, როგორც ზღვისპირა სახელმწიფო, მეთევზეობა კარგად იყო განვითრებული, ამას მოწმობს ხალხური გადმოცემები და ლეგენდები. მეთევზეობამ, როგორც სამეურნეო-სამრეწველო დარგი, საგრძნობლად განვითარდა გასული საუკულის შუა წლებში. მის განვითარებას შიდა წყალსატევების სიმრავლე განაპირობებს. ცნობილია, რომ საქართველოში 26000-ზე მეტი დიდი და მცირე მდინარეა და მათი საერთო სიგრძე 8000 კმ-ზე მეტია. საქართველოში თითქმის ყველა დონის მეთევზეობის წარმოება შეიძლება. რაც აქამდე ყველაზე ნაკლებ გამოყენებად წარმოებად ითვლებოდა. ფაქტიურად ეს დარგობრივი მიმართულება ასათვისებელია და საქართველოში წყლის რესურსების სიუხვის ფონზე მისი განვითარება მეტად ეფექტურად არის შესაძლებელი, ხოლო სატბორე მეურნეობა, როგორც მეთევზეობის ერთერთი ქვედარგი, გამოკვეთილად უნდა განვითარდეს. ამის საფუძველს საქრათველოში არსებული თითქმის ყველა მდინარე იძლევა, რადგან ამ მდინარეებში ხანგრძლივია თევზის სავეგეტაციო პერიოდი, ამასთანავე განშტოებული ჰიდროლოგიური და ირიგაციული ქსელი, მრავალფეროვანი რელიეფი და კლიმატური ზონები, მდინარეთა შიდა წყალსატევები და ტბები, რომელთა მოცულობა მდინარეთა გარეშე 23000 ჰექტარს აჭარბებს, საუკეთესო პირობებს ქმნის ამ დარგის განვითარებისთვის.