ნაშრომში განხილულია ბიოლოგიური მეთოდის გამოყენება პათოგენ სოკოებზე. ლაბორატორიაში,
სადაც პათოგენ სოკოებზე: Fუსარიუმ ოხსყსპორუმ–სა და შცლეროტიუმ როლფსიი–ის წინააღმდეგ,
გამოცდილი იქნა ანტაგონისტი სოკო თრიცჰოდერმა კონინგი–ი. პეტრის თასებში სუბსტრატზე
ჩათესილი იქნა როგორც ცალკე – – Fუსარიუმ ოხსყსპორუმ–მი, შცლეროტიუმ როლფსიი–ი და
თრიცჰოდერმა კონინგი–ი. ასევე ანტაგონისტი სოკო თრიცჰოდერმა კონინგიი–მი ჩათესილი იქნა ერ-
თდროულად ფუზარიუმთან და სკლეროციუმთან. იქ სადაც Fუსარიუმ ოხსყსპორუმ–ი ერთად იყო
ჩათესილი თრიცჰოდერმა კონინგიი–თან, ფუზარიუმის მცირე ზომის კოლონიები (2X4) სმ, მთლიანად
დაიფარა ტრიქოდერმას მიცელიუმით. ხოლო, თასებში სადაც ერთდროულად ჩაითესა
შცლეროტიუმ როლფსიი და თრიცჰოდერმა კონინგიი, აღინიშნებოდა ჯერ სკლეროციუმის აქტიურად განვი-
თარება, შემდეგ ტრიხოდერმამ შეზღუდა იგი და აღინიშნებოდა დემარკაციული ხაზი. საკონტროლო
ვარიანტში თასები მთლიანად დაფარული იყო პათოგენი სოკოების მიცელიუმით.