ლურჯი მოცვის მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში, მასიურად დაიწყო მისი გაშენება. თუმცა ლურჯი მოცვის კულტურას მავნებლების ფართო სპექტრი აზიანებს, რის გამოც ნარგაობის შემცირების რისკი მაღალია, რაც სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ლურჯი მოცვის ხარისხობრივი და რაოდენობრივი პროდუქციის მისაღებად. რისთვისაც აუცილებელია მონიტორინგის ჩატარება, მავნებლების დროული დიაგნოსტიკა და ეფექტური ღონისძიებების შემუშავება.