ქერის ალაოდან მიღებული პეროქსიდაზა (ფ.კ.1.11.1.7 დონორი H2O 2 -- ოქსიდორედუქტაზა) აკატალიზებს სხვადასხვა ორგანული და არაორგანული ნაერთების ჟანგვას წყალბადის ზეჟანგით ან მსგავსი ნაერთებით. ქერის ალაოში არსებული პეროქსიდაზა უნდა განაპირობებდეს ლუდში მიმდინარე ჟანგვითი პროცესების მიმდინარეობას. ამ ჟანგვითი პროცესების რეგულირებისა და ლუდის ხარისხის გაუმჯობესების მზნით გამოიყენება სხვადასხვა სტაბილიზატორები: ორგანული და არაორგანული ადსორბენტები, ანტიოქსიდანტები, გალოტანინის სუფთა პრეპარატი და სხვა. პეროქსიდაზა ლუდზე მოქმედებს რამდენიმე მიმართულებით:ის არეგულირებს მჟავა- ტუტოვან ბალანსს,რაც მნიშვნელოვანია გემოვნური მაჩვენებლების ჩამოყალობებისთბის; ხელს უშლის მიკრობების განვითარებას,ასევე აუმჯობესებს არომატს,რითაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლუდის ხარისხისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში. თვისებების დასადგენად შესწავლილ იქნა პეროქსიდაზას აქტივობაზე ფერმენტის და სუბსტრატის გავლენა,შავი ჩაის ექსტრაქტის გავლენაპეროქსიდაზას აქტივობაზე. შავი ჩაის ექსტრაქტიდან მიღებული ფენოლური შენაერთებით ძლიერად ინჰიბირდება პეროქსიდაზას აქტივობა ამ შემთხვევაში 0,035 მგ/მლ ფენოლური შენაერთების დაბადებისას ქერის ალაოს პეროქსიდაზა მთლიანად ინჰიბირდება.