ქვეყანაში არსებული წყობის მოშლამ და შიდა დაპირისპირებებმა აგრარული სექტორის დეგ-რადაცია გამოიწვია. შეჩერდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და გადამუშავება. განა-დგურდა ისეთი დარგი, როგორიც მეჩაიეობაა. მეციტრუსეობის სხვა დარგებში დაეცა შესასყიდი ფასები, რამაც შეამცირა პროდუქციიდან მიღებული შემოსავლები. გართულდა ციტრუსოვანთა კრეფის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის საკითხები.
მეციტრუსეობის სხვადასხვა დარგების ჩავარდნა და თხილის პროდუქციის მაღალმა შესასყი-დმა ფასებმა გამოიწვია თხილის ბაღების ყოველწლიური ზრდა აჭარის სუბტროპიკულ ზონებში, რომელიც ყოველგვარი სამეცნიერო რეკომენდაციების გარეშე ხდებოდა. შესაბამისად თხილის სა-ჰექტრო მოსავლიანობის დაბალმა მაჩვენებელმა (აჭარის მჟავე ნიადაგებზე) და ხარისხის გაუარესებამ (დაავადებებისა და მავნებლების გავრცელება) ფასის რეკორდული ვარდნა გამოიწვია. აღნიშნული მიმართულება საოჯახო ფერმერული მეურნეობებისთვის დაბალ შემოსავლიან საქმიანობად იქცა, რომელსაც ასევე ესაჭიროებოდა დიდი შრომითი დანახარჯები.
პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე ვაანალიზებთ, რომ აუცილებელია მოსახლეო-ბას მივაწოდოთ ინფორმაცია ისეთ სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, რომელიც ეკონომიკურად ეფექტური, მეცნიერულად დასაბუთებული და სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით დამა-ტებითი შემოსავლის წყარო გახდება ფერმერებისათვის. ამისათვის კი საჭიროა ისეთი ინსტიტუტე-ბის ჩართულობა, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამეცნიერო კვლევითი ცენ-ტრები და უნივერსიტეტები.
საოჯახო და ფერმერული მეურნეობების მდგრადი განვითარება დაგვეხმარება: სოფლად სიღარიბის აღმოფხვრაში, სამუშაო გარემოს შექმნაში, მრეწველობის გაზრდაში, ინფრასტუქტურის შექმნასა და სოფლებიდან მიგრაციის შეჩერებაში.