ადგილობრივი ჯიშები ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ისეთ ჯიშებს, როგორიცაა იტალიური ვენგერკა, რენკლოდე, ვიქტორია და სხვა. თუმცა მათი ნაკლებპრე-ტენზიულობის, ნებისმიერ გარემოსთან მარტივი ადაპტაციის, დაავადებებისა და მავნებლებისადმი გამძლეობის, უხვი მოსავლიანობის, ნედლეულის დიდი მარაგების არსებობის, ხილის მაღალი ქიმიური შემადგენლობის და წარმოებული პროდუქციის საკმაოდ კარგი ხარისხის და თვისებების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაირგას ადგილობრივი ჯიშების ნარგავები: ჭანჭური - ნედლი სახით და ჩირის წარმოებისათვის, ასევე მურაბის დასამზადებლად, დამასხი - ნედლი გამოყენებისათვის, კომპოტის და ჩირის საწარმოებლად, ხოლო ღოღნოშო კი გამოყენებულ იქნას საკონსერვო წარმოებაში მურაბის, კომპოტის და სხვადასხვა წვენების დასამზადებლად.