ნაშრომში განხილულია პალმის ზეთის კვების მრეწველობაში გამოყენების საკითხები, ასევე პალმის ზეთის უსაფრთხოების ნორმები და ადამიანის ორგანიზმზე მისი დადებითი და უარყო-ფითი მოქმედება.
პალმის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მცენარეული ცხიმია გლობალურ კვების მრეწველობაში, მისი პოპულარობა განპირობებულია მაღალი თერმული სტაბილურობით, გრძელი შენახვის ვადით და ხელმისაწვდომი ფასით. პალმის ზეთი გამოიყენება კვების მრეწველობაში, ასევე კოსმეტიკურ და საყოფაცხოვრებო ქიმიკატებში. მისი წარმოება წარ-მოადგენს მომგებიან ინდუსტრიას ხანგრძლივი შენახვის ვადის და მისი ქიმიური შემადგენლობის გამო.
ჩვენს მიზანს წარმოადგენდა, სტატიაში გაგვეშუქებინა ლიტერატურული მასალები და კვლე-ვები, სადაც ჩანს კვების მრეწველობაში პალმის ზეთის გამოყენების სასარგებლო და მავნე თვისებე-ბი, ასევე განხილულია წითელი და რაფინირებული პალმის ზეთის ნატურალური და სასარგებლო შემადგენლობა.

ქიმიური შემადგენლობა: პალმის ზეთი მდიდარია გაჯერებული და მონოგაჯერებული ცხიმოვანი მჟავებით, რაც აძლევს მას მაღალ ტემპერატურაზე გამოყენებისათვის სტაბილურ სტრუქტურას. გარდა ამისა არარაფინირებული პალმის ზეთი შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს.