კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ფასიანი ქაღალდების განთავსების ალტერნატივის ძიება. სტატიაში განხილულია საპენსიო ფონდის ბოლო წლის მოგება, რომელიც შეადგენს: დინამიკური – 14.13%, დაბალანსებული – 12.26% და კონსერვატიული – 10.76% მოგებას. ეს მონაცემები უსწრებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფასიანი ქაღალდის „S&P 500“-ის საშუალო წლიურ მაჩვენებელს. ბოლო წლების საკანონმდებლო ცვლილებები საპენსიო ფონს აძლევს საშუალებას, არა მხოლოდ ფასიანი ქაღალდების ყიდვის, არამედ სხვა არაფინანსურ აქტივებში ფულის დაბანდების შესაძლებლობასაც. ფასიანი ქაღალდების ალტერნატივად განვიხილეთ თანხის ლიბანის კედრის ან ჰიმალაის კე-დრის ტყეში დაბანდება, თუმცა გამოთვლებმა გვაჩვენა, რომ ეს მეთოდი გაცილებით უფრო გრძელ-ვადიანია, ვიდრე 30-40 წელი, ამიტომ ავირჩიეთ, დღეისთვის ყველაზე უფრო სწრაფმზარდი კულ-ტურა პავლოვნია. აღმოჩნდა, რომ სწორი დაგეგმვის შემთხვევაში პავლოვნიას პლანტაციამ შესაძ-ლოა ჩადებული თანხის 50% ყოველწლიური მოგება მოგვცეს, რაც თითქმის ხუთჯერ უსწრებს, ყვე-ლაზე პოპულარული ფასიანი ქაღალდის საშუალო მაჩვენებელს. დასკვნაში ვთავაზობ საქართველოს საპენსიო ფონდს, ალტერნატივად განიხილოს თანხის და-ბანდება ამ პერსპექტიული მცენარის პლანტაციების გაშენებაში.