სტატიაში განხილულია სოციალური ქსელების მნიშვნელობა და როლი ვებგვერდის ეფექ-ტური პოპულარიზაციის პროცესში თანამედროვე ციფრულ გარემოში. ყურადღება ეთმობა სოცია-ლური მედიის გამოყენების ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს, მათ შორის მიზნობრივი აუ-დიტორიის განსაზღვრას, შესაბამისი პლატფორმების შერჩევას, კონტენტის დაგეგმვასა და მომხმა-რებელთან ინტერაქციას. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია სარეკლამო ინსტრუმენტების გამოყენე-ბის ეფექტიანობა და მათი გავლენა საიტის ტრაფიკის ზრდაზე. კვლევა ადასტურებს, რომ სოცია-ლური ქსელები წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს ბიზნესის განვითარებისა და კონკურენტუ-ნარიანობის გასაძლიერებლად.