ციტრუსოვანი კულტურები ზიანდება მრავალი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებით,
მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად მავნებელია მალსეკო, რომელიც იწვევს მთლიანი ხეების
ხმობას, მას იწვევს სოკო Phoma tracheiphilla/petri/. მის წინააღმდეგ ერთადერთ ეფექტურ
ღონისძიებას წარმოადგენს ახლი მალსეკოგამძლე ლიმონის ჯიშების გამოყვანა. როგორც
საზღვარგარეთ, ისე საქართველოში სელექციური მუშაობა მალსეკოგამძლე ლიმონის ჯიშების
მისაღებად რამდენიმე ათეული წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ასეთის მიღება მე-20
საუკუნის ბოლო პერიოდამდე ვერ მოხერხდა. ჯერ-ჯერობით მსოფლიოში ერთადერთი მალსეკოგამძლე,
შედარებით ყინვაგამძლე, უხვმსხმოიარე და კარგი ხარისხის ნაყოფების მომცემი
ჯიშია ლიმონი დიოსკურია, რომელიც მიღებულია ყოფილი სსმი-ს გენეტიკისა და სელექციის
კათედრაზე პროფესორ ფ. მამფორიას ხელმძღვანელობით. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე,
ლიმონის ჯიშების: დიოსკურია, ქართული და მეიერის მცენარეებზე ჩვენ ვატარებდით
ექსპერიმენტებს, როგორც ბუნებრივ, ისე ლაბორატორიულ პირობებში. ცდების შედეგად მიღებული
შედეგებიდან გამოჩნდა, რომ ჯიში დიოსკურია და მეიერი მალსეკოს გამომწვევი სოკოს
მიმართ ავლენენ ძლიერ წინააღმდეგობას ვიდრე ჯიში ქართული.