სტატიაში განხილულია ტრიფოლიატის სხვადასხვა ფორმების ბიო-მორფოლოგიური და-ხასიათება, კერძოდ საკვლევად აღებული გვქონდა შემდეგი ფორმები: პონცირუს ტრიფოლია-ტა ჩვეულებრივი დიპლოიდური ფორმა, ტრიფოლიატა - ადრემსხმოიარე ტეტრაპლოიდური ფორმა, ტრიფოლიატა ადრემწიფადი ტეტრაპლოიდური ფორმა და ტრიფოლიატა ნაგალა ტეტ-რაპლოიდური ფორმა. შევისწავლეთ აღნიშნული ფორმების ზრდის ფენოლოგია და განვი-თარების ფაზები, დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია ტრი-ფოლიატა ადრემწიფადი და ტრიფოლიატა - ადრემსხმოიარე ტეტრაპლოიდური ფორმების გამოყენება, როგორც საძირედ, ისე შორეული ჰიბრიდიზაციის მეთოდის განხორციელებისათ-ვის მამა კომპონენტებად.