ამა თუ იმ კულტურის პერსპექტიული განვითარებისათვის აუცილებელია მეურნეობის ეკონომიკურად წარმართვა, პროდუქციის შექმნაზე გაწეული დანახარჯების შემცირება. და-სავლეთ საქართველოში ფეიჰოა მაღალმოსავლიანი კულტურა გამოდგა, მისი მოსავლიანობა განსხვავებულია რეგიონების მიხედვით; დასავლეთ საქართველოს რეგიონებში არსებულ ალუვიურ ნიადაგზე ამ კულტურის წარმოების ეკონომიკური ეფექტურობის შესწავლის მიზ-ნით გარდა გეგუთისა ფეიჰოას მოსავლიანობას ვაკვირდებოდით სამტრედიის რ-ნის სოფლებ-ში. ეს კულტურა გამორჩეულად დიდი რაოდენობით აღმოჩნდა სოფელ ბაშში, სადაც მოსახ-ლეობის უმეტესობას აქვს საკარმიდამო ნაკვეთებზე 10-15 წლიანი ფეიჰოას ნარგავები, რო-მელთა საშუალო მოსავალმა ერთ ძირზე შეადგინა 18-20 კგ. მოცემულ ობიექტზე სამი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით ფეიჰოა საკმაოდ რენტაბელური კულტურაა და მისი პლან-ტაციის გაშენებით, მოსავლიდან მიღებული მოგებით დანახარჯები მალე დაიფარება.