აკადემიური დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოში ბოლო წლებში დაიწყო ეთერზეთოვანი წარმოების ხელახლა
აღორძინება. აღმოსავლეთ საქართველოში საკმაო ფართობებზე, გაშენებულია ეთერზეთოვანი
ვარდის პლანტაციები ეთერზეთის გამოსახდელი ქარხნით. საჭიროდ მიგვაჩნია წარმოებაში
აღდგეს მნიშვნელოვანი ეთერზეთოვანი მცენარე - ლავანდის კულტურა. ლავანდი ეთერზეთს
შეიცავს ყვავილებში 1,6% რაოდენობით, ეთერზეთის ძირთადი კომპონენტი ლინალილაცეტატი
და ლინალოლია. 1 კგ ლავანდის ეთერზეთის ფასი მსოფლიო ბაზარზე 100 ევროა.
ყვავილების მოსავლიანობა 60 ც/ჰა-ა, ხოლო ეთერზეთის საჰექტარო გამოსავალი 100კგ-მდე.
ლავანდის პლანტაცია რენტაბელურია 25-30 წლის განმავლობაში.