ნაშრომში განხილულია `კუს ტბის” როგორც რეკრეაციული ზონის მნიშვნელობა და განსაზღვრულია მისი ადგილი მოსახლეობის თითქმის ყველა თაობის დასვენების და ჯან-მრთელობის გაუმჯობესების საქმეში. კვლევის მიზნებად მიჩნეულია: `კუს ტბის” ტერიტორიის დენდროფლორა და ნიადაგურ_კლიმატური პირობების მონაცემების დაზუსტება; ენდემური და კლიმატისათვის შესაფერი, სიმშრალისადმი მდგრადი მცენარეების გამოყენება და თბილისის რეკრეაციული ზონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებისა და რეკრეაციული ინფრასტრუქ-ტურის გაუმჯობესება, მითითებულია რომ, ტერიტორია იმყოფება სავალალო მდგომარეობაში, რადგან არის გაუვალი ქვეტყე, ხშირი ბალახოვანი საფარი, რაც საბოლოო ჯამში რეკრეანტე-ბისათვის არ არის მიმზიდველი. დასახლებული ტერიტორია, მიმზიდველი რომ ჩანდეს სარეკ-რიაციო ობიექტთა სიაში ჩამოთვლილია აუცილებელი ღონისძიებები და გამოსაყენებელი მცე-ნარეული სახეობები, რითაც შეიძლება შეივსოს აღნიშნული ტერიტორია. მწვანე მშენებლო-ბისთვის ღონისძიებებმა უნდა განაპირობონ ტყე_პარკის ფუნქციონალური დანიშნულების უზ-რუნველყოფა. მასში ნაგულისხმებია გზების და სასეირნო ბილიკების გაყვანა, თავისუფალი ადგილების შევსება ენდემული სახეობის მცენარეებით, ე.წ. ფანჯრების მოწყობა, წყლის სის-ტემების მოწესრიგება, სანიტარულ_ჰიგიენური პირობების დაცვა და ა.შ. საჭიროების შემთხვე-ვაში დარგვისას გათვალისწინებულია მათი გახარების მიზნით ხუთი წლის განმალობა-ში მონიტორინგის ჩატარება.