მცენარეების ფენოფაზების მიმდინარეობაზე დიდ გავლენას ახდენს გარემოს ტემპერა-ტურული პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეე-ბისათვის. საკვლევი მცენარეების ყვავილობა იწყება გარემოს საშუალოდ 10,00ჩ ტემპერატურის პირობებში. თებერვლის დასაწყისიდან ყვავილობა დაიწყეს იაპონურმა კამელიამ (68-92 დღე) და იაპონურმა კომშმა (57-62 დღე). მარტის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე ყვავილობდნენ მომწვანო ფორზიცია (48-54 დღე), ჩინური არღავანი (46-58 დღე) და სულანჟის მაგნოლია (55-58 დღე), მას შემდეგ რაც გარემოს საშუალო ტემპერატურა 12-130ჩ გახდა. ყველაზე გვიან, მარ-ტის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე, ყვავილობდნენ ინდური როდოდენდრონი (მარტის პირველი დეკადიდან, 54-68 დღე) და კანტონის გრაკლა (მარტის შუა რიცხვებიდან, 51-74 დღე), 13-140c ტემპერატურის პირობებში.