კვლევის საგანია მწვანე ნარგავებისა და ტყის ფონდის დაცვის რეგულირების მექანიზ-მის შეფასება, რის გამოც დაზუსტდა მწვანე ნარგავების და ტყის ფონდის ცნებები; განისაზ-ღვრა თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე აკრძალულ საქმიანობათა ნუსხა, დადგენილია მწვანე ნარგავების განძრახ დაზიანების, განადგურების და ამოძირკვის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზ-ღაურების მექანიზმი. განსაკუთრებულ რეგულირებას დაექვემდებარა ’’წითელ ნუსხაში’’ შეტა-ნილი ხე_მცენარეთა სახეობები. თბილისის და მისი შემოგარენის ტერიტორიები მათი ადგილ-მდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაიყო სამ კატეგორიად, რომელთაც მიეკუთნა შესაბამისი ტიპის ნარგავები, რომელთა ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპესაციო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, რო-მელთა სია მითითებულია ნაშრომში