ტერიტორიის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური შესწავლა განხორციელდა 2013-2014 წლებში აწსუ-ის შიდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში. ყოველი მცენარისათვის მოხდა: ინდივი-დუალური ნომრის მინიჭება; სახეობრივი და ოჯახური მდგომარეობის დადგენა; მცენარის სიმაღლის, ღეროს დიამეტრის, ვარჯის სიგანის, შეკრულობის, სავარაუდო ასაკის განსაზ-ღვრა; სანიტარული და ესთეტიკური მდგომარეობის შეფასება. ასევე შესწავლილ იქნა ზაფხუ-ლის ტემპერატურული პირობების გავლენა მცენარეებზე, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ტერიტორიის ჰაერის დაბინძურების ხარისხი და ხმაურის დონე.