ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან მრავალმხრივ ინტერესს
იწვევს, მიწასთან დამოკიდებულება, მისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა ეროვნული
ინტერესების გათვალისწინებით, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ქართული მიწის გასხვისება.
ის, რომ სავარგულების გაყიდვის გამართლება ქვეყანაში ინვესტიცების მოზიდვის საბაბით,
მიუღებელია, რადგან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, განსხვავებით ურბანული
მიწისაგან, არ არის ინვესტიციატევადი.
არც ერთ თანამედროვე ქვეყანაში, უმცირესი გამონაკლისის გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის
მიწაზე საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ის
რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით. იმისათვის, რომ მდგომარეობა რადიკალურად
გამოსწორდეს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: საჭიროა
კანონმდებლობა იცავდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს დანაწევრებისაგან; უნდა
განხორციელდეს მიწათსარგებლობის აღრიცხვა და მონიტორინგი, რომელმაც პასუხი უნდა
გასცეს კითხვებს _ როგორია მიწათსარგებლობის საერთო მდგომარეობა ქვეყანაში, რა
არასასურველი ცვლილებებია მოსალოდნელი და რა ღონისძიებებია განსახორციებელი;