სტატიაში განხილულია სამანქანო-სატრაქტორო აგრეგატის ფერდობული მიწათმოქმედების
პირობებში მუშაობისას მდგაროდობის უზრუნველყოფის საკითხი. განხილულია გრუნტისა
და საბურავის ფიზიკო-მექანიკური თვისებების გავლენა პნევმატიკური თვლის გვერდითი ჩამოცურების
მახასიათებლებზე. შეფასებულია საკურსო მდგრადობიდან გადახრის წინააღმდეგობის
კოეფიციენტის ცვლილების კანონზომიერება და ჩატარებულია მასზე მოქმედი ფაქტორების
ანალიზი. წარმოდგენილია ფერდობზე სამანქანო-სტრაქტორო აგრეგატის განივი მდგრადობის
გაზრდისა და გვერდითი ჩამოცურების შემცირებისათვის საჭირო კონსტრუქციულ-ტექნოლოგიური
ღონისძიებები