იმერეთში ტურისტული მომსახურების მომხმარებელთა პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით ჩატარდა კვლევა.
გამოკითხვის შედეგად ნათლად გამოიხატა ის ფაქტი, რომ დასასვენებელ ადგილებს შორის ლიდერობს კურორტები. საქართველოს კურორტებზე ისვენებდა გამოკითხულთა 54%, მათ შორის 27% - აჭარის ზღვის კურორტებზე, 15% - მთის კურორტებზე რაჭაში და ბაკური-ანში და 12 % - იმერეთის კურორტებზე. შეიმჩნევა ინტერესი სოფლის ტურიზმისადმი: გამოკი-თხულთა 37% ისვენებდა სოფლად, მათ შორის 71% იმერეთის სოფლებში.
მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ახერხებს საზღვარგარეთ წასვლას და დასვენებას (გამოკითხულთა მხოლოდ 9%), ამიტომ ეს მაჩვენებელი უნდა იყოს გამოყენებულ შიდა ტუ-რიზმის განვითარებისათვის.