დღეისათვის საქართველოში , სადაც მეურნეობრიობის მრავალფორმიანობის პირობებში აგ-
როსაქონელმწარმოებელთა სავარგულების უმეტესი ნაწილი მცირე კონტურიანია , გაიზარდა მო-
თხოვნა მცირე სიმძლავრის ტექნიკურ საშუალებებზე , კერძოდ მოტობლოკებზე . მოტობლოკები კი
განსხვავებული დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებენ ოპერატორის მეშვეო-
ბით, რომელიც განიცდის სხვადასხვა სიდიდის ვიბრაციას , დარტყმას , ხმაურს და საერთოდ, დიდი
ხნით მუშაობა მათში იწვევს სხეულის დაზიანებას , დინამიკურ დატვირთვასა და სასუნთქი ორგანო-
ების დაავადებას . სტატიაში გამოკვლეულია შიგაწვის ძრავაში სხვადასხვა ბრუნთა რიცხვის შემ-
თხვევაში , სხვადასხვა ტიპის დიზელის საწვავის ვიბრაციაზე დამოკიდებულება . გამოკვლევებმა აჩ-
ვენა რომ , საწვავი და ძრავას ბრუნთა რიცხვი წარმოადგენს ერთად-ერთ რისკ ფაქტორს , რომელიც
წინააღმდეგობაში მოდის ისო 5349-2(2004) საერთაშორისო სტანდარტთან . ოთხწლიანმა კვლევებმა
აჩვენა რომ , მოტობლოკებთან მუშაობის შედეგად ოპერატორთა 10%-მა მიიღო სხვადასხვა ტიპის და-
ზიანებები . აგრეთვე ის რომ , ვიბრაციის სიდიდე მცირდება როცა ძრავას ბრუნთა რიცხვი მატუ-
ლობს , ბიოდიზელის საწვავის გამოყენების შემთხვევაში დაზიანების რისკ ფაქტორმა შეადგენა 5-
10%, როცა ჩვეულებრივი დიზელის გამოყენების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 20%-ზე მეტია .