სტატიაში განხილულია ანთროპოგენული ტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზები და ბიოსფე-როში განვითარებული უარყოფითი ეკოლოგიური პროცესები. გამახვილებულია ყურადღება გა-რემოში მოხვედრილ ანთროპოგენული წარმოშობის ტოქსიკურ ნივთიერებებზე, რომლებიც იწ-ვევენ სერიოზულ ცვლილებებს ეკოსისტემათა სტრუქტურაში და ცოცხალ ორგანიზმში გროვ-დებიან საშიშ კონცენტრაციებამდე. მოტანილია მონაცემები სასუქებისა და პესტიციდების არაგო-ნივრული გამოყენების, რომლებიც აბინძურებენ სასოფლო–სამეურნეო პროდუქტებს, რაც საბო-ლოო ჯამში იწვევს გარემოს დაბინძურებას მავნე ნივთიერებებით და ტოქსიკურობის გამო გავლე-ნას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, რაც ვლინდება სხვადასხვა დაავადებების განვითარებით.
აღნიშნულია ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და პროდუქტების წარმოების ძირითადი მნიშვნელობა, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ყველა სახეობის დანაგვიანება, რომელიც თან ახლავს სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას.