პერსპექტივას უწოდებენ საგნების ვიზუალურ შემცირებას მნახველიდან დაშორების შესაბა-მისად. ანსხვავებენ ხაზურ და ჰაეროვან პერსპექტივას. ხაზური პერსპექტივა დაკავშირებულია საგ-ნების ზომების ვიზუალურ შემცირებასთან და ფორმის ცვლილებასთან, ხოლო ჰაეროვანი - საგნე-ბის სინათლის, სიმკვეთრის და ფერის ცვლილებასთან მნახველიდან დაშორების შესაბამისად. ხა-ზური და ჰაეროვანი პერსპექტივის კანონები გამოიყენება პარკთმშენებლობის პრაქტიკაში როცა უნ-დათ ილუზორულად უფრო გაადიდონ ან შეამცირონ პარკის ხედის სივრცე. ჰაეროვანი პერსპექტი-ვის ეფექტები დამოკიდებულია ჰაერის სისუფთავეზე, მისი დაბინძურების ხარისხზე, წყლის ორ-თქლით გაჯერებულობაზე.