სუბტროპიკული ხურმის ნაყოფების დამზადების, შეფუთვისა და ტრანსპორტირების დროს ადგილი აქვს მათ მნიშვნელოვან დაზიანებას. ამ დაზიანებას იწვევს ხურმის ნაყოფებისადმი შედა-რებით აქტიური ობის სოკო Rhizopus nigricans-ი. ხურმის ნაყოფის რბილობი შაქრიანობით და აქტი-ური მჟავიანობით ამ მიკროფლორისათვის წარმოადგენს ხელსაყრელ საკვებ არეს. ობის სოკოების განვითარებას ასევე ხელს უწყობს ტემპერატურული პირობები, რომლებშიც იმყოფება ნაყოფები აღების, შეფუთვისა და მოკლევადიანი შენახვის მომენტში გადაზიდვამდე.