ფსტა უძველესი კაკლოვანი მცენარეა. ის საქართველოში ოდითგანვე ყოფილა გავრცელებუ-ლი, ნაყოფის (კაკლის) გემური თვისებებით და კალორიულობით მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობდა, ფსტა კაკლოვნებიდან ყველაზე ძვირადღირებული კაკალია, რომლის ფასი საერთა-შორისო ბაზარზე საკმაოდ აღემატება სხვა კაკლოვნების ფასებს, ამავე დროს თხილთან შედარებით სტაბილური ფასით გამოირჩევა, რომლის დაცემა მოსალოდნელი არ არის. ფსტა მაღალმოსავლიანი კულტურაა, მისი სრულასაკოვანი პლანტაცია ერთ ჰექტარზე 10 ტონაზე მეტ მოსავალს იძლევა. აღ-მოსავლეთ საქართველოა ზოგიერთ რაიონში უკვე მიმდინარეობს მისი გაშენება. საქართველოში ფსტის კულტურის წარმოების აღდგენა დიდ ეკონომიკურ მოგებას მოუტანს ქვეყანას