საქართველოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგია სუბტროპიკული მეხილეობა. სუბტროპიკულ ხეხილოვან კულტურებს შორის თავისი ორიგინალური გარეგნობით, ნაყოფმსხმოი-არობით და გამოყენებით, ფეიჰოას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მცენარის გაზრდისას შეიძლება წარმოიშვას არის მავნებლები და დაავადებები. ფეიჰოას კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიის უმნიშვნე-ლოვანესი რგოლია მათი დაცვა მავნე ორგანიზმებისაგან. სწორედ მასზეა დამოკიდებული ფეიჰოას უხვი, სტაბილური და ხარისხიანი მოსავლის მიღება.